ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სენატში აშშ-ს ეკონომიკის დასახმარებლად კანონპროექტს უყრიან კენჭს.


დღეს საღამოს შეერთებული შტატების სენატში ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად გათვლილი შვიდასი მილიარდი დოლარის ოდენობის საფინანსო დახმარების გამოყოფის კანონპროექტს უყრიან კენჭს. გუშინ ამერიკის სენატმა ეს კანონპროექტი უარყო. კანონპროექტი საბანკო დეპოზიტების სამთავრობო დაზღვევის ლიმიტის ასიდან ორას ორმოცდაათ ათას დოლარამდე გაზრდას, კერძო პირებისთვის, ბიზნესებისთვის და ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისთვის გადასახადების შემსუბუქებას ითვალისწინებს. სენატის დემოკრატთა და რესპუბლიკელთა ლიდერებმა, ჰარი რიდმა და მიჩ მაკკონელმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს ორივე პარტიის წარმომადგენლები დაუჭერენ მხარს. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ვაშინგტონში ბრუნდებიან.


XS
SM
MD
LG