ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს არ სურს დაუშვას ევროკავშირის მეთვალყურენი ბუფერულ ზონაში


რუსეთს არ სურს დაუშვას ევროკავშირის მეთვალყურენი ბუფერულ ზონაში. ამის თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. მისივე თქმით მეთვალყურეებს უფლება ექნებათ ბუფერული ზონის სამხრეთით იმოქმედონ. ადრე რუსეთმა ხაზგასმით განაცხადა, რომ არ დაუშვებს მშვიდობის მყოფელების განლაგებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე. ევროკავშირი ითხოვს მისი მეთვალყურეების საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაშვებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით. ევროკავშირის ინიციატივით მიღწეული გარიგების ძალით რუსეთმა მისი ჯარი ბუფერული ზონებიდან 10-ი ოქტომბრისათვის უნდა გაიყვანოს.

XS
SM
MD
LG