ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე სროლა ატყდა


სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე სროლა ატყდა.


ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებულ უკრაინულ გემზე გამტაცებლებმა ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი.რის შედეგადაც სამი მეკობრე დაიღუპა. აფრიკის საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენელი ენდრიუ მვანგურა აცხადებს, რომ რადიკალურად და შედარებით ლიბერალურად განწყობილ მეკობრეთა შორის ბრძოლა იმის გამო დაიწყო, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ იმის თაობაზე თუ რა უნდა ექნათ გატაცებული გემისთვის. თუმცა საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ თავად მეკობრეები ამტკიცებენ, რომ ასეთი ბრძოლა არ მომხდარა. მეკობრეები გატაცებული უკრაინული გემის გამოსასყიდად ოც მილიონ დოლარს ითხოვენ. წინაარმდეგ შემთხვევაში ისინი მძევლების დახოცვით იმუქრებიან. ამერიკის საზრვაო ფლოტის პრესმდივნის თქმით, ადენის ყურეში გატაცებულ გემს გუშინ რამდენიმე ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა შემოარტყა ალყა. ცნობილია, რომ გატაცებული გემით რუსული წარმოების ოცდაცამეტი ტანკი და სხვა სამხედრო მოწყობილება გადაჰქონდათ.

XS
SM
MD
LG