ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინბანის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი კაცი დაიღუპა


ლინბანის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი კაცი დაიღუპა.

ლინანის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დრეს დილით ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტრიპოლიში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი კაცი დაიღუპა. დაჭრილია ოცდაერთი ადამიანი. როგორც ფიქრობენ აფეთქება მანქანაში დამონტაჟებული ბომბის საშუალებით განახორციელეს. ტერაქტი ლიბანელი ჯარისკაცების გადამყვანი ავტობუსის სიახლოვეს მოაწყეს. ჯერ-ჯერობით ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ადგილობრივი სუნიტი სასულიერო პირი, მუფტი მალეკ შაარი ფიქრობს, რომ ტერაქტის მომწყობები ნამდვილად უცხოელები არიან და, რომ მათ ლიბანში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ. ეს უკვე მეორე თავდასხმაა, რომელიც ლიბანის არმიის წინააღმდეგ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა. გასულ თვეს ავტობუსის გაჩერებასთან დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას თვრამეტი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ტერაქტის მოწყობაზე მაშინაც არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG