ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობიდან უნდა გავიდეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ ისრაელი ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობიდან უნდა გავიდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ თუ ისრაელს პალესტინელებთან მშვიდობის მიღწევა სურს, მაშინ მდინარე იორდანესა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობიდან უნდა გავიდეს. ცნობილია, რომ ოლმერტი თავისი ოცდათხუთმეტწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში სწორედ ამის საწინააღმდეგო პოზიციას იცავდა. დღეს ისრაელის პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრემიერი ამბობს, რომ ათწლეულების განმავლობაში იგი რეალობას ვერ ხედავდა. ოლმერტი აცხადებს, რომ ისრაელი აგრეთვე სირიის კუთვნილი გოლანის სიმაღლეებიდანაც უნდა გავიდეს. ჯერ-ჯერობით ნატთელი არ არის თუ რა გამოხმაურება მოჰყვება ოლმერტის განცხადებებს ისრაელის მთავრობაში, ვინაიდან იგი მალე პრემიერის პოსტიდან უნდა გადადგეს. ბატონმა ოლმერტმა გადადგომის სესახებ განცხადება 21 სექტემბერს გააკეთა.


XS
SM
MD
LG