ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაარში მოთარეშეებმა ზაბულის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარე  მოჰამედ ჰაშიმზე მოაწყვეს თავდასხმა


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ყანდაარში მოთარეშეებმა ზაბულის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარეზე მოჰამედ ჰაშიმზე მოაწყვეს თავდასხმა, რომლის დროსაც მისი პირადი დაცვის 4 წევრი დაიღუპა. თავად ჰაშიმი გადაურჩა სიკვდილს.

ამასობაში ღაზნის პროვინციაში კოალიციური ძალების სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი თალიბი დაიღუპა.

დღესვე ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა პარტიზანების თავდასხმის დროს.

XS
SM
MD
LG