ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრა დასასრულს უახლოვდება


ნიუ იორკში დასასრულს უახლოვდება გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრა. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალურ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

გაეროს გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს ტრიბუნა ბირმის, ეკვადორის, იორდანიის, სამხრეთ აფრიკის და ვატიკანის წარმომადგენლებს დაეთმობათ.

შაბათს ასამბლეის სპეციალური სესია გაიმართა რომელზეც რუსეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ელმარ მამადიაროვი გამოვიდნენ სიტყვით.

გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას მსოფლიოს ლიდერებმა გლობალურ ფინანსურ კრიზისზე, კლიმატურ ცვლილებებზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილეს ყურადღება.

XS
SM
MD
LG