ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსში საპარლამენტო არჩევნებს  400-ზე მეტი ევროპელი დამკვირვებელი ესწრება


ბელორუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც 400-ზე მეტი ევროპელი დამკვირვებელი ესწრება. ეს ამ ქვეყნის მიერ დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

110 საპარლამენტო მანდატისთვის 260 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის 70 ოპოზიციის წარმომადგენელია.
პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ადრე დასავლეთი ავტორიტარიზმში ადანაშაულებდა, აცხადებს რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდება. თუმცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ რომ მათი წარმომდგენლები არ დაუშვეს ხმის დამთვლელ კომისიებში.

სექტემბრის დასაწყისში ევროკავშირმა არ გამორიცხა ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის საქმეში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

თავის მხრივ შეერთებულმა შტატებმა ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრ კოზულინის ციხიდან გამოშვების შემდეგ მინსკთან ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მზადყოფნა გამოთქვა.

XS
SM
MD
LG