პეკინში ახალი საგზაო მოძრაობის წესებს შემოიღებენ.
ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ პეკინის დაბინძურებული ჰაერის გაუმჯობესების მცდელობით ახალი საგზაო მოძრაობის წესებს შემოიღებს. ამ გეგმით, სამთავრობო ავტომოპარკი ოცდაათი პროცენტით შემცირდება, ხოლო კერძო ავტომობილებს ხუთ დღეში ერთხელ ეკრძალებათ ქუჩებში გამოსვლა. მათი რეგულირება სანომრე ნიშნების ბოლო ციფრებით ხდება. შეზღუდვები არ ვრცელდება სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ახალი კანონი ძალაში 11 ოქტომბერს შევა.