ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის დედაქალაქ დამასკოში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა


სირიის დედაქალაქ დამასკოში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ამ ტერაქტმა სულ ცოტა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 14 დაიჭრა.

ბომბი აეროპორტის მახლობლად, შიიტური სალოცავისკენ მიმავალ გზაზე აფეთქდა.

სირიის საინფორმაციო წყაროების განცხადებით ავტომობილში 200 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა იყო დამონტაჟებული. თვითმხილველთა განცხადებით აფეტქების შედეგად 20-მდე ავტომობილი დაზიანდა და ახლომდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა იყო ამ ტერაქტის კონკრეტული სამიზნე რადგან ძირითადად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

სირიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალმა ბასამ აბდელ მაჯიდმა ამ შემთხვევას ლაჩრების მიერ განხორციელებული ტერაქტი უწოდა.

XS
SM
MD
LG