ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

25 მეამბოხე და სამი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში მომხდარი დაპირისპირების შედეგად


პაკისტანის უშიშროების ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულ ცოტა 25 მეამბოხე და სამი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში მომხდარი დაპირისპირების შედეგად.

სამხედრო პირები იტყობინებიან, რომ მეამბოხეები გუშინ ბაჯაურის რაიონში მომხდარი ბრძოლების შედეგად დაიღუპნენ. ასევე დაიღუპა ორი ჯარისკაციც.

ბაჯაურის რაიონიდან პაკისტანის ხელისუფლება მეამბოხეების განდევნას ცდილობს. ამ მეამბოხეებს ისლამაბადი ადანაშაულებს თავდასხმების მოწყობაში პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიაზე.

სამხედრო პირების განცხადებით, გასულ თვეს პაკისტანელებმა ათასი თალიბი და ალ ქაიდას მეამბოხე მოკლეს. ოპერაციებისას დაიღუპა 60 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG