გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა , რომლის დროსაც მინისტრებს საშუალება მიეცემათ სიტყვით გამოვიდნენ როგორც ასამბლეის წევრების ისე მსოფლიოს წინაშე.
დაგეგმილია რუსეთის , საუდის არაბეთის ეგვიპტის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების დებატებში გამოსვლა.
გაეროში ერთკვირიანი გამოსვლებისას მსოფლიო ლიდერები მოითხოვდნენ გლობალური კრიზისის დაძლევაში საერთშორისო ძალების ჩარევას. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული იყო ფინანსურ კრიზისზე, ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდასა და კლიმატის ცვლილებებზე. ბრიტანეტის პრემიერ მინისტრმა თaვის გამოსვლაში აღნიშნა , რომ მსოფლიო პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ როდესაც ქვეყნები იმოქმედებენ ერთად., მან მოუწოდა სასწრაფო ღონისძიებების ჩატერებისკენ რათა მიაღწიონ სტაბილიზაციას მსოფლიო ფინანსური ბაზარზე.