ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბმა მეამბოხეებმა გატაცებული  150 მუშა გაანთავისუფლეს



ავღანეთის ოფიციალური პრების განცხადებით, ტომთა ლიდერების მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ეჭვმიტანილმა თალიბმა მეამბოხეებმა გაანთავისუფლეს 150 მუშა, რომლებიც მათ ერთი კვირის წინ ავღანეთის დასავლეთში გაიტაცეს.

ფარას პროვინციის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ მეამბოხეებმა უკვე გაანთავისუფლეს დანარჩენი 30 მძევალიც. მათი გათავისუფლებისთვის გადახდილი არ ყოფილა გამოსასყიდი თანხა.

შეგახსენებთ, რომ ავღანელი მუშებით დატვირთული სამი ავტობუსი 21 სექტემბერს მეამბოხეებმა. ისინი ფარას პროვინციაში აშენებდნენ ავღანურ სამხედრო ბაზას.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, მეამბოხეები, მათ შორის თალიბები, მოსახლეობის დატერორების მიზნით, პოლიტიკური მოტივებით და ფულის მოგების მიზნით სულ უფრო ხშირად იტაცებენ ხალხს.

XS
SM
MD
LG