ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და პალესტინის პრეზიდენტი  გაეროს გენერალურ ასამბლეის მეოთხე დღეს გახსნიან


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეის მეოთხე დღეს გახსნიან.

დღეს ასამბლეაზე სიტყვით გამოვლენ აგრეთვე ინდოეთის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგჰი და ბანგლადეშის ლიდერები, აგრეთვე ჰაიტისა და ნიკარაგუას ლიდერები.

ყოველწლიურად მსოფლიო ლიდერებს საშუალება ეძლევათ გაეროს ასამბლეაზე თავისი ქვეყნის პრობლემებზე და მიღწევებზე ისაუბრონ.

წლევანდელი დებატების უმეტესობა ტერორიზმის, გლობალური ფინანსური მდგომარეობისა და კლიმატის ცვლილებებს მოიცავდა. ხუთშაბათის გამოსვლაში კუვეიტის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების მატება მიუღებელია, და რომ ნავთობის მწარმოებლები ვერ აკონტროლებენ სიტუაციას.მისი ვარაუდით პრობლემის მთავარი მიზეზი გადასახადებსა და სპეკულაციური ფასებშია.


XS
SM
MD
LG