ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ის საინვესტიციო ბანკმა ჯეი პი მორგანმა შეისყიდა  ვაშინგტონ მუჩუალ ბანკის აქტივები


აშშ ის საინვესტიციო ბანკმა ჯეი პი მორგანმა შეისყიდა ვაშინგტონ მუჩუალ ბანკის აქტივები მას შემდეგ, რაც სამთავრობო მარეგულირებელმა უწყებებმა ამ ბანკის მართვა გადაიბარეს .

ჯეი პი მორგანმა ორ მილიარდ დოლარად შეისყიდა სიეტლში არსებული

ბანკი. ფედერალურმა სადეპოზიტო სადაზღვევო კომპანიამ , რომელიც იცავს ამერიკელთა საბანკო ანგარიშებს, განაცხადა,რომ მიღწეული შეთანხმების შედეგად მათ არ უწევთ დამატებითი აქტივების გამოყენება, რათა დაფარონ ვაშინგტონ მუჩუალის დეპოზიტი.ივლისში გაკოტრებული ინდიმაკის გადასარჩენად ფედერალურმა სადეპოზიტო სადაზღვევო კიომპანიამ მილიარდობით დოლარი გამოჰყო. ვაშინგტონ მუჩუალს რამოდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს, რადგანაც ბანკი საკმაოდ სარისკო ინვესტიციებს აკეათებდა უძრავი ქონების იპოთეკურ სესხებზე.

XS
SM
MD
LG