ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 35მდე გაზარდა.


ბოლო მონაცემებით, ერაყის პოლიციამ დიალას პროვინციაში ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 35მდე გაზარდა.

დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელია.

გუშინ შეიარაღებულმა პირებმა ერაყის პოლიციასა და ალ ქაიდასთან მებრძოლ სხვა სამხედროებზე განახორციელეს თავდასხმა.

ტერორისტის მიერ მომხდარი აფეთქებისას დიალას პროვინციაში ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ამას გარდა, ერაყელმა პარლამენტარებმა გამოსცეს კანონი, რომელიც რეგიონებში არჩევნების ჩატარებას 31 იანვრისთვის ნიშნავს. არჩევნები იქ რამდენიმე თვით ადრე იგეგმებოდა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დადებითად შეაფასეს ეს კანონპროექტი და განაცხადეს, რომ იგი პოლიტიკური შერიგების პროცესს შეუწყობს ხელს ერაყში.

ეს ზომა მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ერაყელი კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ გადადონ არჩევნები კირკუკისა და ქურთისტანის სამ ავტონომიურ რეგიონში.


XS
SM
MD
LG