ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში შეხვდნენ ერთმანეთს


მიუხედავად საქართველოს საკითხში მკვეთრი აზრთა სხვაობისა, ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ რომ ერთობლივად იმუშავებენ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იურკში შეხვდნენ ერთმანეთს, პირველად მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ორივე მხარემ გარკვევით დაინახა. მაგრამ ამისა შეხვედრამ მაინც კორექტულ ფორმებში ჩაიარა.

ირანის საკითხში მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მხარეები კვლავაც გააგრძელებენ ეგრეთწოდებულ სტრატეგიას ორი მიმართულებით, რაც თეირანისთვის დახმარების მიწოდებას და იმავდროულად სანქციების დაწესების პირობას გულისხმობს, თUკი ირანი დანაპირებს არ შეასრულებს.
დენიელ ფრიდმა განაცხადა:
"განხილული იყო თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა ირანის საკითხში და ამასთან, სტრატეგია ორი მიმართულებით. ამასთან, ის საჭიროება რომ ირანს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ გაეროს უშიშროების საბჭoს მუდმივი წევრებისა და გერმანიის შემადგენლობით შექმნილი ჯგუფის მუშაობა უცვლელი რჩება. "
ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა პირობა დადო, რომ მსგავს ინიციატივას გამოიჩენდა ჩრდილოეთ კორეის საკითხში.

აი რა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა:

''ჩვენ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება გვსურს. ჩვენ გვსურს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული პროგრამის შეწყვეტა და ასევე დავრწმუნდეთ იმაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება გაეროს ბირთვული სააგენტოს წარმომადგენლობების მეშვეობით. ეს მიზნები შეუცვლელი რჩება. უპასუხისმგებლო იქნება, თუ ამ მოლაპაარაკებებს შევწყვეთტ კავკასიაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ არსებული დაპირისპირების გამო"

ამავე დროს, ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა დასავლეთის ემოციური რეაქციის გამო--სამხრეთ ოსეთში მომხდარ სიტუაციასთან კავშირში, განსაკუთრებით კი ამერიკის მხრიდან. რუსეთის მოქმედებები მან შეაფასა, როგორც საქართველოს აგრესიის შეკავების მცდელობა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ დროს გაეროს ქარტიით ხელმძღვანელობდა.

დენიელ ფრიდმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოსკოვის მცდელობა იყო ძალით შეეცვალა საქართველოს საზღვრები, რაც შეცდომას წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG