ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში ამერიკის ეკონომიკის კრიზისთან დაკავშირებით ბარაკ ობამას და ჯონ მაკკეინს ხვდება.


დღეს პრეზიდენტი ბუში, ამერიკის ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმის თაობაზე სათათბიროდ საპრეზიდენტო კანდიდატებს ბარაკ ობამას და ჯონ მაკკეინს ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას შეერთებული შტატების კონგრესის წევრებიც იღებენ. სატელევიზიო გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა კანონმდებლებს მისეული გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

"ჩვენ სერიოზული საფინანსო კრიზისის საფრთხის წინაშე ვდგევართ. ამიტომაც ფედერალურმა მთავრობამ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს". განაცხადა პრეზიდენტმა.მისი თქმით, აქციების და უძრავი ქონების ღირებულება კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო საკრედიტო პროცენტი გაიზრდება. მოსალოდნელია უფრო მეტი საწარმოს დახურვა და მილიონობით ამერიკელი სამსახურის გარეშე დარჩენა

XS
SM
MD
LG