ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპანტები მოსახლეობას ავიწროვებენ !


ოკუპანტები მოსახლეობას ავიწროვებენ !

ცხინვალში ჩავიდნენ დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენლები. კარალეთის საგუშაგოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბლეის წევრებს დახვდა რუსეთის ე.წ. სამშვიდობოების უფროსი მარატ კულახმეტოვი..

საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე დასკვნას დელეგაციის წევრები ევროპარლამენტარებს წარუდგენენ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები მოსახლეობას ავიწროვებენ, თუმცა, ეს ძალიან რბილად არის ნათქვამი.. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს კანონზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დღეს სახალხო დამცველის ოფისში კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა ასოციაცია "კანონი ხალხისთვის" თავმჯდომარემ, ყოფილმა პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვიმა. რა განსხვავებაა ამ კანონპროექტებს შორის? სახალხო დამცველის თქმით, მისთვის მთავარია არა განსხვავება, არამედ ის, რომ კანონის შემუშავებაში მონაწილეობას ღებულობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ანუ , რომ პროცესი არის ღია და საჯარო.იგივე აზრი გამოთქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჩხაიძემ. ექსპერტის ლაშა ტუღუშის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონში ხაზგასმით აღინიშნოს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG