ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.



ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ აფეთქებას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტერაქტის შედეგად დაჭრილია ქაბულის კრიმინალური პოლიციის უფროსი. ამ ინფორმაციით, ტერაქტის სამიზნეს სწორედ პოლიციის უფროსი, ალი შაჰ პაკტიავალი წარმოადგენდა. პოლიცია აცხადებს, რომ ბომბი მაშინ ააფეთქეს, როდესაც პაკტიავალი და მისი კოლეგები მათი სამი თანამშრომლის მკვლელობის გამოძიებით იყვნენ დაკავებულები. ეს სამი პოლიციელი წინა ღამით, ქაბულის გარეუბანში მდებარე პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა. თავდაქსხმის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG