ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს ამზადებს


პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს ამზადებს!

დღეს საქართველოს პარლამენტში ერთობლივი სხდომა გამართეს იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა. პირველი მოსმენით მათ განიხილეს კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი? კანონპროექტის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი თამაზ დიასამიძე საუბრობს :

- კანონპროექტში მოცემულია რუსეთის მიერ ოკუპაციის პერიოდში ნორმები, რომლებით საქართველომ ამ რეგიონებში თავისი ინტერესები უნდა დაიცვას და მაქსიმალურად შეზღუდოს ოკუპანტები.კანონპროექტის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის ნაბართვის გარეშე ვერავინ ვერ შევა . მოცემულია ტერიტორიები, საიდანაც შეიძლება შესვლა : აფხაზეტში ეს არის სამეგრელო-ზემო-სვანეთის მიმართულებიდან, ცხინვალში შეიძლება შესვლა მხოლოდ გორიდა. დანარჩენი ტერიტორიებიდან შესვლა ამ რეგიონებში სახელნწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევად ჩაითვლება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააპირებს სოხუმში ან ცხინვალში გამგზავრებას, თბილისის მიერ დაწესებული გზით უნდა ისარგებლოს. ანუ, მოძრაობა, მიმოსვლა თბილისის მიერ უნდა იყოს კონტროლირებადი...

XS
SM
MD
LG