ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ატომური ელექტროსადგურის კვლავაც ამუშავებას ცდილობს


ამის თაობაზე ჩრდილოეთ კორეამ ინფორმაცია მიაწოდა გაეროს ბირთვულ ინსპექტორებს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს რწმუნებულმა ჟენევაში განაცხადა, რომ როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა ჩრდილოეთ კორეის მეცნიერები იონგ ბიონის ელექტროსადგურის გაჩერებული რეაქტორის აღდგენას მიმდინარე კვირას დაიწყებენ. ამ განცხადების თანახმად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ამიერიდან აეკრძალებათ ამ ატომურ ელექტროსადგურზე შესვლა. მისივე თქმით ფხენიანის წარმომადგენლებმა ლუქები ახსნეს აპარატურას და დემონტაჟი მოუხდინეს სადგურის ტერიტორიაზე დაყენებულ ვიდეო კამერებს. სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები შეშფოთებას არ მალავენ ამ ინფორმაციის გამო.

XS
SM
MD
LG