ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პრეზიდენტი ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას


დღეს პრეზიდენტი ბუში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას. ეს ბატონი ბუშის პრეზიდენტობის პერიოდის უკანასკნელი გამოსვლა იქნება გაეროში. პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკურ კრიზისზე გაამახვილებს ყურადღებას. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დანა პერინომ ჟურნალისტებს მოახსენა, რომ პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს განუცხადებს იმას, რომ მისი ადმინისტრაცია კრიზისთან გასამკლავებლად "გაბედულ, აგრესიულ და გადამწყვეტ" ნაბიჯებს დგავს. ამერიკის საფინანსო ბაზრის სავალალო მდგომარეობაში ყოფნის გამო, ქვეყნის მთავრობას რამდენიმე მნიშვნელოვანი კერძო საფინანსო კორპორაციის გამოხსნა მოუწია. შეერთებული შტატების საფინანსო სექტორისთვის შვიდასი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოსაყოფად, ბატონი ბუში კონგრესის წევრებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გაეროში გამოსვლისას პრეზიდენტი აგრეთვე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოსადმი და ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების შეჩერების აუცილებლობაზეც ისაუბრებს. გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნას ას ოცზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.


XS
SM
MD
LG