ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ პაკისტანში განხორციელებული სასტუმროს აფეთქების ფაქტი დაგმო


გაეროს უშიშროების საბჭომ პაკისტანში განხორციელებული სასტუმროს აფეთქების ფაქტი დაგმო. შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოწყობილ ამ ტერაქტს ორმოცდაცამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უსიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში სასტუმრო მარიოტის წინ განხორციელებული აფეთქება "ტერორიზმის საძრახის აქტად" არის შეფასებული. განცხადება აგრეთვე აფეთქების მომწყობებისა და განმხორციელებლების დასჯას მოითხოვს. პაკისტანის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ტერაქტი ალ-ყაიდასტან დაკავშირებული თალიბების ნახელავია. მაგრამ პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედმა თალიბებმა ეს ბრალდება უარყვეს. მედია კი აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა აქამდე ნაკლებადცნობილმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა "ფედაიენ ისლამმა" იკისრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტერაქტმა ნათლად წარმოაჩინა ის, რომ ამერიკამ, პაკისტანმა და ავღანეთმა ექსტრემიზმთან ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ.

XS
SM
MD
LG