ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოკუპანტები შეთანხმებებს არღვევენ


მიმდინარე კვირის ბოლომდე იგეგმება ევროკავშირის დამკვირვებელთა ნაწილის ჩამოსვლა საქართველოში მონიტორინგის მისიის ფარგლებში. მისიის ხელმძღვანელი რუსეთის ოკუპანტები შეთანხმებებს არღვევენ !

ჰანსიორგ ჰაბერი და მისიის რამდენიმე წევრი უკვე თბილისში არიან. ისინი რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 დამკვირვებლის განთავსებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ.

მიუხედავად ყველა მიღებული შეტანხმებისა, საქრთველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა შეთანხმების დარღვევით ოკუპაციური ძალების მიერ ანარქია გრძელდება. 21 სექტემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, 3 დაიჭრა, სოფელ ხურჩაში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმისას...აფხაზეთის უმარლესი საბჭოს დეპუტატის , თამაზ ხუბუას თქმით, 15 ოქტომბრამდე რუსეთის საოკუპაციო ჯარმა მიღწეული შეთანხმებების თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს . რაც შეეხება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებს, მათ სტატუსს, ამის შესახებ მოლაპარაკებები 15 ოქტომბერს ჟენევაში დაიწყება..

XS
SM
MD
LG