ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის დედაქალაქში მიმდინარე ბრძოლას ოცდაცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა



სომალის დედაქალაქში მიმდინარე ბრძოლას ოცდაცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მიმდინარე ბრძოლას ოცდაცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია სამოცამდე კაცი. მოგადიშოს მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბრძოლა გასულ შაბათს ისლამისტებმა დაიწყეს, როდესაც მათ აფრიკის კავშირის სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის ბაზას ნაღმტყორცნების მეშვეობით შეუტიეს. სამშვიდობო კონტინგენტმა მომხდურებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ზოგი ჭურვი ახლომდებარე სახლებს დაეცა, რის სედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ათი სამოქალაქო პირი, მათ შორის ხუთი ბავშვი და მათი დედა. ისლამისტებმა ცეცხლი აგრეთვე ქალაქის მთავარ აეროპორტსაც გაუხსნენს, მას შემდეგ, რაც იქ ისლამისტების მიერ ფრენის შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად თვითმფრინავი დაეშვა. ბრძოლაში სომალის სამთავრობო ძალებიც ჩაერთნენ და ისლამისტებს ბრძოლა გაუბმართეს ქალაქის ხალხმრავალ ბარკარას ბაზრის მიდამოებში. თვითმხილველების მტკიცებით აქ ცხრამეტი კაცი დაიღუპა. მტავრობა მანამდეც თვლიდა, რომ ისლამისტები ბაზარს საბაზო პუნქტად იყენებენ. გაერო ამაოდ ცდილობს სომალიში სამშვიდობო პროცესის დაწყებას.

XS
SM
MD
LG