ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ლეიბორისტული პარტიის სუსტ ლიდერობაში ადანაშაულებენ



ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ლეიბორისტული პარტიის სუსტ ლიდერობაში ადანაშაულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი პირობას დებს, რომ ქვეყანას გლობალური საფინანსო კრიზისიდან გამოიყვანს, მას ლეიბორისტული პარტიის სუსტ ლიდერობაში ადანაშაულებენ. ბრაუნმა ლეიბორისტული პარტიის ყოველწლიურ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის მიზანს იმ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს, რომლებიც კრიზისის გამო ყველაზე უფრო დაზარალდნენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად პოპულარობით ოპოზიციური კონსერვატიული პარტია მმართველ ლეიბორისტულს ოცი პროცენტით უსწრებს. ხოლო სხვა გამოკითხვის თანახმად, ლეიბორისტთა ორმოცდათოთხმეტი პროცენტი პარტიის ლიდერად სხვა კანდიდატურას ისურვებდა. ორმოცდაჩვიდმეტი წლის შოტლანდიელი გორდონ ბრაუნი გასული წლის ივნისში შეუდგა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. გლობალური საფინანსო კრიზისის გამო წელს მთავრობამ რამდენიმე ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა.

XS
SM
MD
LG