ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჯარისკაცებმა 14 წლის პალესტინელი ბიჭი მოკლეს


ისრაელის არმიის განცხადებით, დღეს ჯარისკაცებმა 14 წლის პალესტინელი ბიჭი მოკლეს, რომელმაც მათ ცეცხლგამჩენი ესროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ებრაული ითზარის სამოსახლოს შორიახლოს.

ბოლო პერიოდში შეტაკებები ისრაელელ მოსახლეებსა და პალესტინელებს შორის განსაკუთრებით გახშირდა ითზარის დასახლებაში.

დაბის მოსახლეობის განცხადებით, დაღუპულის ძმა 2002 წელს მოკლეს ისრაელის ჯარისკაცებმა.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ერთერთმა პალესტინელმა ცეცხლი წაუკიდა სახლს და დანით დაჭრა 9 წლის ბიჭი ითზარის დასახლებაში, ისრაელელმა მაცხოვრებლებმა პალესტინელების სოფელ ასირაჰ ალ ქაბალიას შეუტიეს.

XS
SM
MD
LG