ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლმერტი შესაძლოა გადადგეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ კორუფციულ სკანდალში გახვეული ოლმერტი შესაძლოა კვირას გადადგეს თანამდებობიდან.
ბატონი ოლმერტი ჯერ მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება სანამ ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს ოფიციალურად წარუდგენს გადადგომის მოთხოვნას.
კადიმას პარტიის წევრებმა პარტიის ახალ თავმჯდომარედ უკვე აირჩიეს ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ციპი ლივნი რომელიც ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ციპი ლივნიმ ახალი კოალიცია უნდა ჩამოაყალიბოს წინააღმდეგ შემთხვევაში რიგ გარეშე საპარტლამენტო არჩევნები დაინიშნება.

XS
SM
MD
LG