ბაღდადში ერაყის ჟურნალისტთა
კავშირის შენობასთან ბომბის აფეთქების შედეგად ამ კავშირის თავმჯდომარე და კიდევ
სამი ადამიანი დაიჭრა.
ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არვის უკისრია. მოთარეშეებმა ჟურნალისტთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე შიჰაბ ალ-თამინი თებერვალში გამოასალმეს სიცოცხლეს.
2003 წელს ერაყში შეერთებული შატების ჯარების შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანა ყველაზე სახიფათო ადგილი გახდა ჟურნალისტებისათვის