ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ადმინისტრაციისა და კონგრესის წევრები დღეს ხვდებიან ერთმანეთს ვაშინგტონში


ამერიკის ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა მზად არის მილიარდობით დოლარი დახარჯოს გლობალური საკრედიტო კრიზისის მოსაგვარებლად.

ბუშის ადმინისტრაციისა და კონგრესის წევრები დღეს ხვდებიან ერთმანეთს ვაშინგტონში რათა ამ გეგმის დეტალები განიხილონ.

გუშინ, ამრიეკული დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ ამ გეგმის მთავარ საკითხებზე, რომლის დახმარებით მთავრობა დაფარავს ფინანსური ორგანიზაციების სესხის დიდ ნაწილს.

თუმცა ამეირკელი კანონმდებლები ამ გეგმის დეტალებზე არ შეთანხმებულან-უფრო ზუსტად, იმ საკითხებზე თუ რამდენს გადაიხდის მთავრობა ბანკების დასახმარებლად ან კი რას მიიღებს მთავრობა მათგან ფინანსური დახმარების საპასუხოდ?

დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, მათI სურვილია ამ გეგმაში ასევე გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალური მოქალაქეების დახმარებაც, რომლებსაც ეკონომიკურმა მდგომარეობამ და კრიზისმა ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

XS
SM
MD
LG