ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე დღეს კვლავ ცხოველი ვაჭრობაა


მსოფლიო საფონდო ბირჟებზე დღეს კვლავ ცხოველი ვაჭრობაა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის მთავრობა ამუშავებს გეგმას ბანკების გადასარჩენად.

ტოკიოს ნიკეის ინდექსმა ოთხი პროცენტით მოიმატა, მაშინ როცა ჰონ კონგის ჰანგ სენგის ინდექსმა 9 ნახევარ პროცენტიანი მატება განიცადა. ჩინეთის შანგაი ინდექსი ასევე 9 პროცენტით გაიზარდა.

აქციების ფასმა მოიმატა ევროპაშიც. რუსეთის საფინანსო ბაზრებზე განახლდა ვაჭრობა ორ დღიანი შეხვენების შემდეგ. ხელახალ შეფერხებას ჰქონდა ადგილ დღეს, როცა საფონდო ბაზარზე აქციების ფასის მომატების შედეგად.

ამერიკის ხაზინის მდივანმა ჰენრი პოლსონმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები განიხილავენ ახალ საკანონმდებლო პროექტს, რომლეიც სისტემურ რისკსა და სტრესს მოაგვარებს ფინანსურ.

გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, წარმომადგენლელთა პალატის ხელმძღვანელი ნენსი პელოსი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ ერთმანეთს.

ამერიკის სენატორი უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ამ პროექტს კანონმდებლებს სავარაუოდ უახლოეს მომავალში გაუგზავნის.


XS
SM
MD
LG