ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, გაჩერებული ბირთვული რეაქტორის აღდგენითი  სამუშაოები დაიწყო


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, დაიწყო გაჩერებული ბირთვული რეაქტორის აღდგენითი სამუშაოები და რომ მას აღარ სურს აემრიკის ტერორისტთა სიიდან იყოს ამოღებული.

ჩრდილოეთ კორეის დიპლომატმა ჰიუნ ჰაკ ბონგმა ეს კომენტარები ჟურნალისტებთნ საუბრისას დღეს გააკეთა დაბა პანმუნჯომში.

ფხენიანმა გააჩერა იონგბიონის ბირთვული რეაქტორი მას შემდეგ რაც ექვსმხრივი მოლაპარაკებების შედეგად განიარაღების ხელშეკრულება იქნა მიღწეული.

მაგრამ აგვისტოში, ჩრდილოეთ კორეამ შეაჩერა სამუშაოები ხელშეკრულების გატარებისთვის, რამეთუ ამერიკის მთავრობამ უარი თქვა ფხენიანის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოღებაზე.

ამერიკის მთავრობის განცხადებით, ფხენიანს ამ სიიდან მაშინ ამოიღებენ, როცა ექვსმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდებიან გეგმაზე რომელიც გააკონტროლებს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული სამუშაოების დაბლოკვას.

ბატონი ჰიუნის განცხადებით, გადამოწმების საკითხი რატომღაც ჩრდილოეთ კორეის ამ სიიდან ამოღების გადაწყვეტილებიდან ცალკე დგას.

XS
SM
MD
LG