ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ხაზი გაუსვა რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ქვეყანას მხარს დაუჭერს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დასაძლევად. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სხვა ქვეყნებსაც იგივე მოუწოდა.

გორდონ ბრაუნმა ეს კომენტარები ლონდონში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გააკეთა.

ლონდონში იგი ასევე შეხვდა მის ქართველ კოლეგას, საქართველოს პრემიერ მინისტრს ლადო გურგენიძეს.

გუშინ, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს იგი რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციისგან თავშეკავებისგან მოუწოდებს და რომ ალიანსის ფარგლებში წევრმა ქვეყნებმა სამხედრო წვრთნები ნორმალურად უნდა გააგრძელონ.

ამ ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ნიუ იორკში გამგზავრების წინ, ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG