ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის ძალოვნებმა სულ ცოტა 25 კაცი დააპატიმრეს


იემენის ძალოვნებმა სულ ცოტა 25 კაცი დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ ალყაიდასთან კავშირი და ოთხშაბათს იემენის დედაქალაქ სანააში აშშ-ს საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა.აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 იემენელი დაცვის მოსამსახურე და 4 თვითმხილველი, დაღუპულთა შორისაა 18 წლის ამერიკელი ქალი და მისი იემენელი მეუღლე.დაიღუპა აგრეთვე ის 6 ექსტრემისტიც, რომელმაც ტერაქტი მოაწყო.

იემენის ოფიციალური პირები აცხადებენ , რომ მეამბოხეების მიერ თავდასხმის დროს გამოყენებული იყო მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი, ხელყუმბარები და ავტომატური იარაღი.იემენის პოლიციამ და დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, რათა თვიდან აეცილებინათ ტერორისტების საელჩოში შეღწევა.

აშშ-შ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა იმის მანიშნებელია, რომ ამერიკა იმყოფება იდეოლოგიურ ექსტრემიზმს ეომება.

XS
SM
MD
LG