ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაღუპულია ექვსი ადამიანი


პაკისტანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონმა ქვეყნის მთავრობა არ გააფრთხილა პაკისტანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. ისლამაბადი პაკისტანის ტერიტორიაზე იმ სარაკეტო დარტყმის განხორციელებაში, რომელიც ამერიკის მხრიდან პაკისტანის სუვერენიტეტის პატივისცემის გამოხატვიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა ამერიკელებს ადანაშაულებს. პაკისტანის მხარე აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმა, რომელიც სამხრეთ ვაზირისტანში გამაგრებული ამბოხებულების წინააღმდეგ იყო მიმართული ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განხორციელდა. ამ ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი. ჯერ-ჯერობით ამერიკის მხარეს ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


XS
SM
MD
LG