ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სამხრეთ ოსეთში დამკვირვებლების შეშვებას არ ყაბულდება


ეუთო აცხადებს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში დამკვირვებლების შეშვებას არ ყაბულდება. დღეს ეუთომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამის გამო რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი ეკარგება. ეუთომ ოცი დამკვირვებელი განალაგა საქართველოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უშუალო სიახლოვეს. მოლაპარაკებების დროს ეუთო რუსეთისგან სეპარატისტულ რეგიონებში ოთხმოცი დამკვირვებლის შესვებას მოითხოვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ უკეთესი იქნება თუ დასავლეთი შეწყვეტს საქართველოსთვის ასეთ არაკვალიფიცირებული დახმარების აღმოჩენას.


XS
SM
MD
LG