ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრალური ბანკები ერთიანი ძალებით ცდილობენ გლობალური ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას


მსოფლიოს უმსხვილესი ცენტრალური ბანკები ერთიანი ძალებით ცდილობენ გლობალური ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას.
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა განცხადა, რომ იგი კანადის , ბრიტანეთის, იაპონიისა, შვეიცარიისა და ევროპის სხვა ბანკებთან ერთად ბაზარზე 180 მილიარდ დოლარს გამოიტანს.

ეს ხდება მაშინ, როდესაც აზიის სააქციო ბირჟაზე აქციების ღირებულება ეცემა. ტოკიოს სააქციო ბირჟა ნიკკეიზე კურსმა ორზე მეტი პროცენტით დაიწია, მაშინ როდესაც ჰონგ კონგის ჰანგ სენგის ინდექსი შვიდ პროცენზე დაეცა. ეს გარემოება უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასებზე. სინგაპურში ერთ ბარელზე პირველადი ნავთობის ფასი 96 დოლარამდე დაეცა.

მიუხედავდ იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაციამ გუშინ 85-მილიარდი დოლარი გამოუყო ერთ-ერთ უდიდეს სადაზღვევო კომპანიას “ამერიქან ინთერნეიშანალ გრუპს”, ეს მაინც არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ შეეჩერებინათ წამყვანი სააქციო ინდექსის ვარდნა.




XS
SM
MD
LG