ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ხელი მოაწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და სამხრეთ  ოსეთთან


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კვლავ გაიმეორა რომ რუსეთი ამ რეგიონებს დაიცავს. მან ასევე გააკეთა გაფრთხილება, რომ საქართველოს ხელახალი აგრესია კატასტროფის ტოლი იქნება რეგიონალურ დონეზე.

დღეს, უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა ნატოს გენერალური მდივნისა და ალიანსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ვიზიტს ანტი-რუსული უწოდა და განაცხადა, რომ ნატოში ჯერ კიდევ ცივი ომის სტილის გადაწყვეტილებები მიიღება.

გუშინ, იაპ დე ჰოპ სხეფერმა საქართველოს ნატოშI გაწევრიანება ღია გზად დაახასიათა, მიუხედავად რუსეთის ოპოზიციისა, თუმცა ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველომ მანამდე დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩამოაყალიბა საჭირო რეფორმების ნუსხა, რომელთა გატარებაც ქვექანას ნატოს სტანდარტებთან დაახლოვებს.

XS
SM
MD
LG