ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორში თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და რამოდენიმე დაიჭრა


პალესტინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰამასსა და დოგმუშის კლანის ოჯახს შორის ბრძოლის შედეგად ღაზას სექტორში თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და რამოდენიმე დაიჭრა.

დღეს შეტაკება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჰამასის პოლიცია შეეცადა დაეპატიმრებინა დოგმუშის კლანის წევრები, რომელთაც ბრალად ედებათ პოლიციელის მკვლელობა.

გასულ წელს ჰამასმა ხელთ იგდო ღაზის სექტორის კონტროლი, მას შემდეგ რაც მან ღაზიდან გააძევა ფატას ძალები, რომლებიც პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ერთგულნი არიან.

დღემდე არ წყდება შეტაკებები ჰამასსა და პალესტინელ მეამბოხეებსა და ღაზის სექტორის ძლიერ ოჯახურ კლანებს შორის.

დოგმუშის კლანის რამოდენიმე წევრი ეჭვმიტანილია მეამბოხეებთან ურთიერთობასა და გასულ წელს ბიბისის ჟურნალისტის მოტაცებაში.

XS
SM
MD
LG