ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

    შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი გაკოტრდა


შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის გაკოტრების შედეგად მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა აქციების ფასი.

ევროპის საფონდო ბირჟების ინდექსმა 5%-ით დაიკლო. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს აქ იგივე მაჩვენებელი 3%-ით დაეცა.

ამერიკაში სიდიდით მეოთხე საინვესტიციო ბანკმა "ლემან ბრაზარსმა" დღეს განაცხადა გაკოტრების შესახებ.

მანამდე შეერთებული შტატების უდიდესმა სადაზღვეო კომპანიამ "ამერიკან ინტერნეიშიონალ გრუპმა" შეერთებული შტატების ცენტრალურ ბანკს სთხოვა სესხი და ასევე გაკოტრების წინაშე მდგარი "მერილ ლინჩის" საინვესტიციო კომპანია "ბანკ ოფ ამერიკიდან" მიღებულმა 50 მილიარდი დოლარის კრედიტმა გადაარჩინა.

XS
SM
MD
LG