ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი საფრანგეთში ჩავიდა.


რომის პაპი საფრანგეთში ჩავიდა

რომის პაპმა ბენედიქტე XVI მ, დასავლეთ ევროპის კათოლიკეთა ერთ ერთ ყველაზე წმინდა, სარფრანგეთში მდებარე ლურდის ღვთისმშობლის სალოცავთან ღია ცის ქვეშ, ღვთისმშობლის გამოცხადების ას ორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავი მესა აღავლინა. პაპმა მომლოცველებს, ამ ბოროტებით აღსავსე სამყაროში, რწმენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. რომის პაპი ლურდში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. აქ იგი ფრანგ ეპისკოპოსებთანაც ითათბირებს, საფრანგეთში არსებული კათოლიკური რწმენის პრობლემების შესახებ. ბენედიქტე XVI მ გუშინდელი საღამო იმ გამოქვაბულში დაჰყო სადაც ღვთისმშობლის გამოცხადება მოხდა. მრავალი მორწმუნე თვლის, რომ ამ გამოქვაბულში მოჩუხჩუხე წყაროს წყლის შესმა ან ამ წყლით განბანა მრავალ ავადმყოფობას კურნავს. ღვთისმშობელი 1858 წელს მცირეწლოვან გოგონას ბერნადეტ სუბირუს გამოეცხადა. მოგვიანებით ეს გოგონა წმინდანად შერაცხეს.

XS
SM
MD
LG