ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს მიაგნეს


რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს მიაგნეს.

ოფიციალურად გავცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ურალის მთებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს მიაგნეს. ავიაკატასტროფაში დაიღუპა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხმოცდაექვსივე ადამიანი. ბოინგ 737 მოსკოვიდან პერმში მიფრინავდა. თვითმფრინავი ტრანსციმბირული რკინიგზის მაგისტრალის შორიახლოს ჩამოვარდა და ლიანდაგი დააზიანა. რის შედეგადაც მატარებლების მიმოსვლა დროებით შეჩერებულია. აეროფლოტმა დაღუპულთა ნათესავებს საკომპენსაციოდ ოთხმოც ოთხმოცი ათასი დოლარის გადახდა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG