ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი აიკი ქალაქ ჰიუსტონს დაატყდა თავს


ქარიშხალი აიკი ქალაქ ჰიუსტონს დაატყდა თავს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დენი გათიშა ქალაქ გალვესტონშიც.

სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია ცუდი ამინდის გამო. ხელისუფლება შეშფითებულია გალვენსტონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცარჩენილი ადამიანების ბედით რომლებმაც არ გაითავლისწინეს გაფრთხილება და საკუთარ სახლებში დარჩენა არჩიეს.

ამ ქალაქის უმეტესი ნაწილი უეცრად მოვარდნილმა წყალმა დაფარა. ქარის სიმძლავრე საათში 175 კილომეტრს აღწევს.

პრეზიდენტმა ბუშმა სტიქიური უბედურების ზონაში შინაგანი უშიშროების სამსახურის უფროსი მაიკლ ჩერტოვი მიავლინა.

XS
SM
MD
LG