ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ -ის  ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ახლახანს უკრაინას ეწვია


აშშ -ისვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ახლახანს უკრაინას ეწვია რათა ამით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინისადმი.

როგორც დიკ ჩეინიმ აღნიშნა მის სიტყვაში თითქმის ორი ათეული წელია აშშ უკრაინას უდგას მხარში და დახმარებას უწევს მას მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენობის გარანტირებისა და საერთაშორისო საზოგადოებაში უკრაინის ინტეგრაციის საქმეში. აშშ-ს სურს კიდე უფრო განამტკიცოს მისი ურთიერთობა უკრაინასთან. შეეხო რა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ აშშ ვიცე პრეზიდენტმა ხასგასმით აღნიშნა რომ ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებს როგორც აშშ-სა და უკრაინას ასევე მთელს თავისუფალ სამყაროს და მოელის მათგან მხარდაჭერას საქართველოსათვის ამ საკმაოდ მძიმე დღეებში. “ჩვენ უნდა გამოვეხმაუროთ ამ თხოვნას” განაცხადა დიკ ჩეინიმ.”რუსეთის ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთს როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორს არამარტო საქართველოსთან არამედ მთელ იმ რეგიონთან მიმართებაში” თქვა მან. მას შემდეგ რაც უკრაინამ 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა იგი მუხლჩაუხრელად იღწვის რათა შეინარჩუნოს მისი დემოკრატიული მონაპოვარი და ამ საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპულ სახელმწიფოებსა და ამერიკასთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას. “უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა ყველას ინტერესებში შედის” განაცხადა დიკ ჩეინიმ. “თავისუფალ სახელმწიფოებს როგორიცაა ამერიკა და ევროპული ქვეყნები მიაჩნიათ რომ ყოველ ადამიანს უნდა ქონდეს უფლება იცხოვროს ტირანიის, სამხედრო აგრესიისა და დაშინებისაგან თავისუფალ სამყაროში. უკრაინამ უნდა დაძლიოს ეს საფრთხე ერთობით, ერთობით არა მხოლოდ შინ არამედ ერთობით სხვა დემოკრატიულ ქვეყნებტან” თქვა მან.

უკრაინა მსოფლიოში თავისუფლების დამყარების საქმეს უჭერს მხარს . როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა მისი კიევში ვიზიტის დროს დღეს უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა რომელიც არ არის გაწევრიანებული ნატოში მაგრამ მიუხედავად ამისა მხარს უჭერს ნატოს ყველა ოპერაციას ავღანეთით დაწყებული და კოსოვოთი დამთავრებული.” თვით უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ ის სურთ თუ არა რომ უკრაინა ნატოში გაწევირიანდეს. თავის მხრივ ნატოს კი აქვს იმის უფლება რომ უკრაინა მიიწვიოს თავის რიგებში როდესაც ეს სახელმწიფო ამისათვის მზად იქნება. მოიპოვეს რა დამოუკიდებლობა უკრაინელებმა მათი ისტორიის წიგნში ბრწყინვალე გვერდი გადაშალეს რაც უდიდეს მნიშვნელობას იძენს არა მარტო თვით უკრაინელი ხალხისათვის არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.” განაცხადა აშშ ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ.

XS
SM
MD
LG