ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასს  ქარიშხალი აიკი ემუქრება


ამერიკის ხელისუფლების განცხადბით, ტეხასის შტატის სანაპირო რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ ევაკუაცია უნდა მოახდინოს ქარიშხალ აიკის მოახლოების დროს. ქარიშხალმა დღეს მოგვიანებით შესაძლებელია მეწყერი გამოიწვიოს.

ამ წუთებში მიმდინარეობს ტეხასის დედაქალაქ ჰიუსტონის სამხრეთით მდებარე სანაპირო რაიონის, მათ შორის გალვესტონის კუნძულის

სავალდებულო ევაკუაცია.

სინოპტიკოსები იტყობინებიან, რომ ქარიშხალმა აიკმა შესაძლოა დედაქალაქ ჰიუსტონსაც დაარტყას, თუმცა ჰიუსტონის მოსახლეობას ბრძანება აქვს მიცემული-დარჩნეს ქალაქში- რაც ქალაქს ხალხის ქაოტურ ევაკუაციას ააცილებს თავიდან.

ამერიკის ქარიშხლის ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ ქარიშხალი აიკი ამჟამად მეორე კატეგორიის გრიგალად რჩება. ქარი საათში 165 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და მექსიკის ყურეში მძვინვარებს. ხმელეთზე გადმონაცვლებისას, ქარიშხლის სიძლიერე, სინოპტიკოსების აზრით, გაიზრდება.

XS
SM
MD
LG