ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 7 წლისთავი აღინიშნება


დღეს აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მეშვიდე წლისთავი აღინიშნება.


ნიუ იორკში ,იქ სადაც ერთ დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები იდგა საგანგებო სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, რომლის დროსაც იკითხება მათი გვარების სია

,ვინც შეეწირა ამ ტერაქტებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე და პენტაგონზე

განხორციელებული ტერაქტების შედეგად თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა. დღეს დილის 8 საათსა და 46 წუთზე ანუ ზუსტად იმ დროს, როდესაც შვიდი წლის წინ ტერაქტები დაიწყო თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ნიუ იორკში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი მაიქალ ბლუმბერგი. პენტაგონთან იმ

184 კაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის

გახსნისას , რომლების ტერაქტის დროს დაიღუპნენ პრეზიდენტმა ბუშნმა სიტყვა წარმოთქვა. საპრეზიდენტო კანდიდატები მაკეინი და ობამა დღეს ნიუ იორკში ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG