ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის პოლიტიკით რუსეთის მიმართ


რუსეთი სერიოზულადაა შეშფოთებული უკრაინის პოლიტიკით რუსეთის მიმართ. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მთავრობას ბრალად დასდო საქართველოსადმი მძიმე შეიარაღების მიწოდება რუსეთ-საქართველოს ომის დროს, და ის რომ იგი რუსეთს ადანაშაულებს სისხლისღვრაში.ამ გნცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ უკრაინის მთავრობის სურვილი ნატოში გაწევრიანდეს არ ესადაგება უკრაინელი ხალხის ნებას და ადგილი აქვს უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების უფლებების ხელყოფას.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში სულ უპრო იზრდება დაძაბულობა სევასტოპოლის პორტის საკითხთან დაკავშირებით.გუშინ ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ ურთიერთკავშირის გაფართოებაძე თუმც ევროკავშირმა

არანაირი დაპირება არ მისცა უკრაინას გაწევრიანებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ევრიკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

XS
SM
MD
LG