ავღანეთის ქალაქ ყანდაარში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 2 კაცი დაიღუპა.
ძალოვანთა განცხადების თანახმად, კამიკაძემ ფეთქებადი მასალებით დატვირთული მანქანა კერძო კომპანიის დაცვის ავტოკოლონას შეაჯახა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა. არიან დაჭრილები.ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის. ამ ფონზე ქვეყნისს სამხრეთსში კერძოდ ჰელმანდის პროვინციაში აფეთქების შედეგად ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. მიმდინარეობს გამოძიება. ავღანეთში კოალიციური ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ განხორციელდა რეიდი თალიბთა ერთ-ერთ ობიექტზე.ხოსტის პროვინციაში დაკავებულია ერთი თალიბი.