ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ლავროვი ვარშავაში იმყოფება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვარაშავაში იმყოფება. იგი ხვდება პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტასკს და საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის. მხარეები მიმოიხილავენ ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემისა და საქართველოში განვითრებული მოვლენების საკითხებს. რუსეთი მწვავედ აკრიტიკებს ამერიკა -პოლონეთის შეთანხმებას პოლონეთის ტერიტორიაზე 10 რაკეტის განლაგების შესახებ. ვაშინგტონი ამტკიცებს რომ ეს რაკეტსაწინაღო სისტემა გათვლილია ირანის მსაგავსი ქვეყნებიდან მომდინარე შხესაძლო საფრთხის მოგერიებაზე. რუსეთს კი მიაჩნია, რომ ამით ძირს უთხრიან რუსეთის სარაკეტო პოტენციალს. ჩეხეთის რესპუბლიკა დათანხმდა პრაღის შორიახლოპს ამ სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტის-რადარის განლაგებაზე. ლავროვი მის შეხვედრებში შეეხება რუსეთსა და პოლონეთს შორის არსებულ აზრთა სხვაობას საქართველოში განვითრებულ მოვლენებზე.

XS
SM
MD
LG